იუვენტუსი მოტას გაშვებას არც კი განიხილავს
იუვენტუსი ტიაგო მოტას მიმართ ნდობას არ კარგავს და მისი გუნდიდან გაშვება არც კი განიხილება.
მიმდინარე სეზონში არასტაბილური შედეგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს ფონზე, გასულ დღეებში მოტას გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ტიაგო მოტას გუნდიდან გაშვება არც კი განიხილება და დიდი ალბათობით ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც ტურინული გრანდის სათავეში იქნება.