TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ჰეისენის გაყიდვას 30 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსმა დინ ჰეისენის თაობაზე ბოლო დღეებში რამდენიმე წინადადება მიიღო, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნილი თანხის გადახდას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ესპანელი ტალანტის გაშვებას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს და თუ გუნდმა ასეთი წინადადება არ მიიღო, ის შესაძლოა მომდევნო სეზონში ტიაგო მოტას გუნდის წევრი იყოს.

ჰეისენის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდი და ატალანტა იჩენენ. არ არის გამორიცხული, ესპანელი ფეხბურთელი იუვენტუსმა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერში გამოიყენოს.