TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად რჩება

გასულ დღეებში კენან ილდისის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა თურქი ფეხბურთელი ტურინული გრანდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

Tuttomercato-ს ცნობით, ბიანკონერი გუნდის ათიანის გაყიდვას არც კი განიხილავს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონზე მეტს გადაიხდის.

წყაროს ინფორმაციით, გუნდის დატოვება არც თავად კენანს სურს და უნდა, იუვენტუსის ახალი ლიდერი და წამყვანი ფიგურა გახდეს.

error: დაცული კონტენტი !