იუვენტუსის ახალმა აქციონერმა გუნდის სრულად ყიდვა არ გამორიცხა
კრიპტო-ქოინ Tether-ის გენერალურმა დირექტორმა და იუვენტუსის ქომაგმა პაოლო არდოინომ იტალიურ გამოცემა il Secolo XIX-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„Tether-მა სხვადასხვა კომპანიებში ინვესტიციის სახით 2 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო.
„ჩვენ იუვენტუსის 5 პროცენტი ვიყიდეთ დაახლოებით 50 მილიონად, ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენ გუნდის ქომაგები ვართ, მათ კი გარკვეული პრობლემები აქვთ.
„ჩვენ ვიყიდეთ გუნდის ის წილი, რაც ხელმისაწვდომი იყო, ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, რადგან 2024 წელს Tether-მა 13.7 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.
„ვაპირებ თუ არა იუვენტუსის სრულად გამოსყიდვას ? ჩვენ გუნდის მეწილეები ახლახანს გავხდით, პირველ რიგში სიტუაციის შესწავლა გვინდა.“