იუვენტუსსა და ნიუკასლს შორის ტონალის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნიუკასლს შორის სანდრო ტონალის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ზაფხულში იტალიელ ნახევარმცველს გაიფორმებს, სანაცვლოდ კი ნიუკასლში დუგლას ლუისს გაუშვებს.
ბალძარინის ცნობით, ტონალი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ზაფხულში მისი იუვენტუსში ხილვის შანსი ძალიან დიდია.