TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი იუვენტუსში ბედნიერი არ არის…

იტალიური მედიის ცნობით, ტიაგო მოტასა და კენან ილდისს შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება, რამაც შესაძლოა სეზონის ბოლოს თურქი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გამოიწვიოს.

Tuttosport-ის ცნობით, ილდისი ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის გამო უკმაყოფილოა, ამის გარდა კი მას მოედანზე თავისი პოზიცია არ მოსწონს.

წყაროს ინფორმაციით, ილდისის მიმართ ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან დიდია და თუ იუვენტუსმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, თურქის ფასი მინიმუმ 90 მილიონი ევრო იქნება.

error: დაცული კონტენტი !