ფრანკი:“ მოტას დიდი გუნდის გაწვრთნა არ შეუძლია, იუვემ ის უნდა გაუშვას“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მასიმო ფრანკის აზრით, იუვენტუსმა ტიაგო მოტა გუნდიდან უნდა გაუშვას.
„მოტა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ძალიან კარგად მუშაობს, მან ჯენოაში, სპეციაში და ბოლონიაში კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა იუვენტუსში უკვე 7 თვეა მუშაობს და მისგან ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ. აშკარაა, რომ მოტა დიდი გუნდის მწვრთნელი არ არის, ამიტომ მან იუვენტუსი უნდა დატოვოს და საშუალო დონის გუნდს დაუბრუნდეს.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუვე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ტურინში მნიშვნელოვან შედეგებს ითხოვენ, მათ ალეგრი, პირლო და სარი ტიტულების მოგების შემდეგაც კი გაუშვეს.“