იუვე ბრიუგეს მცველით ინტერესდება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ბრიუგეს მარცხენა მცველის მაქსიმ დე კუიპერის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის სკაუტები 24 წლის ფეხბურთელის მატჩებს უკვე დაესწრნენ და მისი ასპარეზობით კმაყოფილები დარჩნენ.
იუვენტუსის გარდა, ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანი და რამდენიმე ინგლისური გუნდიც იჩენს. მისი ფასი დაახლოებით 15-20 მილიონი ევროა.