TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რა თანხა გამოიმუშავა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე…

პსვ-სთან მატჩის წინ, იტალიურმა გამოცემა Calcio e Finanza-მ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული თანხის ანგარიში გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა UEFA-სგან ამ მომენტისთვის საერთო ჯამში 63 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო დღევანდელ მატჩში წარმატების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ამ თანხას კიდევ დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, იუვენტუსი პსვ-ს ეინდჰოვენში დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. ბიანკონერიმ პირველ მატჩში 2-1 იმარჯვა, ამიტომ შეხვედრას უპირატესობით იწყებს.

error: დაცული კონტენტი !