იუვენტუსი ბენფიკას ნახევარმცველით ინტერესდება
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ბენფიკას ნახევარმცველის ფლორენტინოს ტრანსფერით ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი 25 წლის პორტუგალიელის მიმართ ინტერესს ნაპოლიში მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული იჩენს და მის გაფორმებას ამჯერად იუვენტუსში ეცდება.
ბენფიკა ფლორენტინოს სანაცვლოდ დაახლოებით 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.
