TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დი გრეგორიოს ტრანსფერს მომდევნო კვირაში დახურავს

SportMediaset-ის ინფორმაციით, მიკელე დი გრეგორიო იუვენტუსში შემოწმებას მოდმევნო კვირას გაივლის და ტურინული გრანდის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. ბიანკონერის ოპერაცია საერთო ჯამში 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

დი გრეგორიო იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონი ევრო იქნება.

მიკელე ტურინში ვოიცეხ შესნის ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ კარიერას არაბულ ალ-ნასრში გააგრძელებს.