მოტა:“ ნაპოლი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორ მიდის ახალწვეულების ინტეგრაცია ? კარგად, მთლიანად გუნდი ხვალინდელი მატჩისთვის კარგად მოემზადა და სირთლეებისთვის მზად ვართ.
„როგორ შევაფასებდი იუვენტუსის სეზონს ? მე გარკვეული ასპექტებით კმაყოფილი ვარ, სხვებით კი ნაკლებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერჯერობით იმ შედეგების დადებას ვერ ვახერხებთ, როგორიც გვსურს, მაგრამ ამ თემაზე უკვე ვისაუბრე. გაუთვალისწინებელმა ტრავმებმა საქმე გაგვირთულა, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არ არის, ჩვენ უკეთ თამაში გვმართებს და ამის გაკეთებას ხვალინდელი მატჩიდან ვაპირებთ.
„კოლო მუანი ? ის ხვალინდელი შეხვედრისთვის მზაზდ არის. რანდალი მოვიდა იუვენტუსში, რადგან ის თავისი კლასით იუვენტუსის დონის გუნდში თამაშს იმსახურებს.
„ნაპოლი ? დიდებული გუნდი, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ნაპოლი პირველ ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს და ვიცით, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება.
„სასტარტო შემადგენლობა ? მე გამიმართლა, რომ ამდენი უმაღლესი დონის ფეხბურთელი მყავს. თითოეული მათგანი გუნდის დასახმარებლად მზად უნდა იყოს, დაიწყებს ის სასტარტოში, თუ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანმა ძალიან ბევრი ითამაშა, შემდეგ კი მას გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. ხვალ ვნახავთ, იქნება თუ არა ის სასტარტოში.
„ლოკატელი ? მისი ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია, ის გუნდის კაპიტანი სწორედ ამიტომ გახდა. მანუელი მოედანზე გუნდის წარმატებისთვის ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება და ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. ის არასოდეს ჩივის და თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძვის.“