TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კობოლი ჯილი:“ ანიელის მთავარი შეცდომა რონალდუს გაფორმება და მაროტას გაშვება იყო“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ ტურინულ გრანდში ანდრეა ანიელის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

„ანდრეა ანიელიმ იუვენტუსში გამორჩეული ეპოქა შექმნა, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა. კრისთიანუ რონალდუს გაფორმება და გუნდიდან ბეპე მაროტას გაშვება არასწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა.

„რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მან იუვენტუსში არსებული გუნდურობა დაანგრია, რადგან ის ყველასგან გამორჩეული ვარსკვლავია. ბეპე მაროტას შემცვლელებმა კი იუვენტუსში თავიანთი მოვალეობების შესრულება ვერ შეძლეს, რაც მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რასაც ბოლო წლებში ვადევნებთ თვალს.

„სუპერ ლიგა ? ეს არსებული ეკონომიკური სირთულეების პასუხია. ვფიქრობ, ანიელიმ და სუპერ ლიგის პროექტის მონაწილე სხვა წარმომადგენლებმა ქომაგებს ამ პროექტის აუცილებლობის შესახებ ქომაგებს შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდეს, ძალიან ცოტა იყო კომუნიკაცია, რამაც სრულაიდ მოსალოდნელი პროტესტი გამოიწვია.“