TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამის შემდეგ, იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს

კრისტიანო ჯუნტოლი იუვენტუსის ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, რომელიც სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, ბიანკონერი კეფრენ ტურამის უახლოეს პერიოდში გაფორმებას გეგმავს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ჯუნტოლის ნიცასთან საერთო ენის გამონახვა უმოკლეს დროში სურს, რაც გუნდს შემდგომში გაზრდილ კონკურენციას თავიდან აარიდებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ინტერესს არ კარგავს ტეუნ კოპმეინერსის მიმართ და მის ტრანსფერზე მუშაობას მას შემდეგ განაახლებს, რაც ნიცასთან ტურამის თაობაზე საერთო ენას გამონახავს.