TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ კამბიაზო, სიტი დუგლას ლუისის ტრანსფერითაც ინტერესდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსიდან დუგლას ლუისისა და ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერებზე მუშაობს.

Daily Sport-ის ცნობით, ქალაქელებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთი ნახევარმცველისა და მცველის გაფორმება სურთ და მათი პრიორიტეტები სწორედ ბიანკონერის ფეხბურთელები გახლავთ.

იუვენტუსის პოზიცია არ იცვლება, ლუისისა და კამბიაზოს მარტივად დათმობა გუნდის გეგმებშ არ შედის და კამბიაზოს მხოლოდ 80, ლუისს კი 45-50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.