TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი ბრუგესთან ვერ ითამაშებს, ნაპოლისთან მატჩი საეჭვოა…

კენან ილდისმა მილანთან მატჩში მოედანი ტრავმის გამო დატოვა და როგორც შემდგომში ტიაგო მოტამ დაადასტურა, თურქ ფეხბურთელს ადუქტორის კუნთის პრობლემა აქვს.

ილდისი J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და მისი ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

Sky Sport-ის ინფორმაციით, კენანი ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და დიდია ალბათობა, რომ ის გუნდს ვერც ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩში დაეხმაროს.

36 views
error: დაცული კონტენტი !