იუვენტუსსა და სიტის შორის საუბარი უახლოეს საათებში გაიმართება
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, უახლოეს საათებში მანჩესტერ სიტისა და იუვენტუსს შორის ანდრეა კამბიაზოს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართება.
წყაროს ცნობით, ქალაქელები უახლოეს პერიოდში იუვენტუსს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ, რომელზეც უარის თქმა ურთულესი იქნება.
კამბიაზოს გაყიდვით იუვენტუსი კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას დააფიქსირებს, რაც გუნდს შემადგენლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საშუალებას მისცემს. ბიანკონერის ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის დახურვა იქნება.