TuttoJuve

Juve per sempre sarà

პერინმა არაერთი გუნდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო სკირას ინფორამციით, იუვენტუსის კარის დარაჯის მატია პერინის გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა, მათ შორის ჯენოამ, მონცამ და ფიორენტინამ გამოთქვეს, თუმცა იტალიელი კიპერი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

პერინის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რომლის მიხედვითაც ის გუნდში კიდევ 3 წელი დარჩება.

პერინი მომდევნო სეზონში მიკელე დი გრეგორიოს შეუწყვილდება, რომლის ტრანსფერი ტურინულ გრანდში უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

error: დაცული კონტენტი !