TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი რაბიოს საბოლოო პასუხს თვის ბოლომდე დაელოდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიოს იუვენტუსისთვის საბოლოო პასუხის გასაცემად დრო მიმდინარე თვის ბოლომდე ექნება.

ტურინულმა გრანდმა ფრანგს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით, რომლის მიხედვითაც რაბიოს გასამრჯელო 7.5 მილიონი ევრო იქნება.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ამ წინადადების გახანგრძლივებას აღარ აპირებს და ფეხბურთელის პასუხს მაქსიმუმს თვის ბოლომდე დაელოდება.

იტალიური გამოცემების ცნობით, რაბიო გასამრჯელოს სახით 9 მილიონ ევროს იღებს, ამის გარდა კი მის აგენტს მსუყე საკომისიოს მიღება სურს.