მოტა:“ ვლაჰოვიჩი და კონსეისაუ დერბიში ვერ ითამაშებენ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორც ყოველთვის, წინ რთული დაპირისპირება გველოდება. ვიცი, რომ ეს მატჩი ორივე გუნდისთვის, ქომაგებისთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება შეხვედრა, ჩვენი ერთადერთი მიზანი დერბიში გამარჯვება იქნება.
„როგორ შევაფასებდი სეზონის პირველ ნახევარს ? ჩვენ 26 მატჩში მხოლოდ 2 შეხვედრა წავაგეთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი ფრე დაგვიგროვდა. ჩვენ ხელი ტრავმებმაც შეგვიშალეს, მაგრამ ეს ალიბი არ არის და ვიცით, რომ უკეთ თამაში გვმართებს. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა, თასი თუ სერია ა, იუვენტუსის მიზანი ყოველთვის გამარჯვება.
„ვინ იქნება კაპიტანი ? ლოკატელი ვერ დაგვეხმარება, ამიტომ ხვალ გაიგებთ, თუ ვინ იქნება გუნდის კაპიტანი.
„დუგლას ლუისი ? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, დუგლასს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, იცის გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება.
„რატომ დავკარგეთ სოლიდურობა დაცვაში ? ნებისმიერი გაშვებული გოლი დაშვებული შეცდომის ბრალია, რაც უფრო ნაკლები შეცდომა იქნება ჩვენი მხრიდან, მით უფრო ნაკლები მომენტი ექნება მეტოქეს.
„სატრანსფერო ფანჯარა ? ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ხვალინდელი შეხვედრაა.
„ტრავმირებულები ? ხვალ ბრემერი, ვლაჰოვიჩი, კონსეისაუ, მილიკი, კაბალი და ლოკატელი ვერ დაგვეხმარებიან.“