TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი დერბისთვის მზად იქნება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინული დერბისთვის მზად იქნება.

კუნთის პრობლემების გამო, ვლაჰოვიჩმა გასულ დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მას კუნთის დისკომფორტი აღარ აწუხებს და დიდი ალბათობით მომდევნო მატჩში ბიანკონერის განაკრგულებაში იქნება.

ჯერჯერობით საეჭვოა დერბიში ჩიკო კონსეისაუს თამაში, მას ფლექსორის კუნთის პრობლემა აქვს და დიდი ალბათობით ტიაგო მოტას განკარგულებაში ატალანტასთან მატჩში დაბრუნდება.