ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს 2 ინგლისური გრანდი იჩენს
დუშან ვლაჰოვი იუვენტუსში ხელშეუხებელ ფეხბურთელად აღარ მოიაზრება და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში ბიანკონერი სერბის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
ვლაჰოვიჩის არასტაბილური თამაში და მისი კონტრაქტის სიტუაცია, რაც ამ მომენტისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება, დუშანის გაყიდვას სულ უფრო რეალურს ხდის.
Calciomercato-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი იჩენენ. ტურინული გრანდი სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვს.