TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ინტერესის ფონზე, ატალანტამ კოპმეიენრსის შემცვლელი შეარჩია

დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, იუვენტუსის მომდევნო სამიზნე ატალანტას ნახევარმცველი ტეუნ კოპმეინერსი იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლა დეა ნიდერლანდელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლისთვის უვკე ემზადება და მის შეცვლას სასუოლოს ნორვეგიელი ნახევარმცველის კრისტიან თორსტვედტის ტრანსფერით გეგმავს.

ბერგამოელები კოპმეინერსის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა იუვენტუსი ამ თანხის შემცირებას რომელიმე ფეხბურთელის ჩართვით გეგმავს და ყველაზე აქტიურად დინ ჰეისენის კანდიდატურა მოიაზრება.