TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი და იუვენტუსი ზირკზეეს თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგნენ

იტალიური და ინგლისური წყაროების ცნობით, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ზირკზეეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერის დატოვება, იტალიაში დაბრუნება და ტიაგო მოტას გუნდში თამაში სურს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სურს, რომ სეზონის ბოლოს მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს, რაც ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებში მთავარი დაბრკოლებაა…

30 views
error: დაცული კონტენტი !