TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ ჩემმა შეცდომამ გადამწყვეტი როლი ითამაშა…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ მილანთან მატჩი შეაფასა.

„სამწუხაროდ, მე დღეს გადამწყვეტი შეცდომა დავუშვი. 11-მეტრიანის მომენტში პულისიკის მოახლოებას ვერ ვხედავდი, გაშვებული გოლის შემდეგ კი რეაგირება ვერ შევძელით და მატჩში, რომელშიც კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, სასურველი შედეგი ვერ მოვიპოვეთ.

„ჩვენ დღევანდელ მატჩს აუცილებლად განვიხილავთ, შეცდომებს გავაანალიზებთ და ვეცდებით, მომავალში იგივე არ გავიმეოროთ.

„ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა მენტალობაა. დღევანდელი მატჩის მსგავსად, ჩვენ უპირატესობას ხშირად ვანიავებთ, რის გამოც უმნიშვნელოვანეს ქულებს ვკარგავთ. ეს ფეხბურთის ნაწილია, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და სიტუაციის გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.“