TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი არტურის შენარჩუნებას განიხილავს

ფიორენტინადან დაბრუნების შემდეგ, არტურს იუვენტუსში თავის დამკვიდრების კიდევ ერთი შანსი მიეცემა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტა ბრაზილიელ ფეხბურთელს მომდევნო კვირებში დააკვირდება და თუ მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ტურინული გრანდი მომდევნო სეზონში არტურს შეინარჩნებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი არც მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი იქნება და თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონს გადაიხდის, ბრაზილიელი გუნდს დატოვებს.

32 views
error: დაცული კონტენტი !