ჯუნტოლი შეტევის გასაძლიერებლად 3 კანდიდატურას განიხილავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში არა მხოლოდ დაცვის, არამედ შეტევის ხაზის გაძლიერებასაც ეცდება.
არკადიუშ მილიკის სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, პოლონელი ფორვარდი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს და უცნობია, როდის დაუბრუნდება ის გუნდის განკარგულებას, ამიტომ იუვენტუსს მიმდინარე თვის ბოლომდე ფორვარდის გაფორმება სურს.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ჯოშუა ზირკზეეს, კოლო მუანისა და ლევერკუზენის შემტევის პატრიკ შიკის ტრანსფერებზე მუშაობს, მათ შორის პრიორიტეტად კი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი მოიაზრება, ვინც ტიაგო მოტას ფავორიტი არჩევანია.