TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ტომორის იუვენტუსში ტრანსფერი გამოირიცხა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსში მილანიდან ფიკაიო ტომორის ტრანსფერი იანვარში ფაქტობრივად გამოირიცხა.

ინგლისელი მცველი ტურინულ გრანდს გასულ დღეებში არაერთხელ დაუკავშირეს და როსონერის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ტომორი იყო, მაგრამ გუნდიდან პაულო ფონსეკას წასვლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

Tuttosport-ის ცნობით, მილანსა და იუვენტუსს შორის ტომორის თაობაზე შეხვედრა აღარ იგეგმება, რადგან ინგლისელი ფეხბურთელი იანვარში როსონერის რიგებს არ დატოვებს.