TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ზირკზეეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, თავად ნიდერლანდელი ფეხბურთელი წითელი ეშმაკების რიგების დატოვების და იუვენტუსში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ხელმძღვანელობა მიიღებს.

პედულას ცნობით, თუ მანჩესტერმა უახლოეს პერიოდში ფორვარდის გაფორმება შეძლო, ინგლისელები ზირკზეეს იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.

35 views
error: დაცული კონტენტი !