TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილო იანვარში კონტეს პრიორიტეტული სამიზნეა

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს იანვარში იუვენტუსიდან დანილოს გაფორმება სურს.

წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და თუ იუვენტუსი მის გაშვებას გადაწყვეტს, დანილო ნაპოლიში გადაბარგების წინააღმდეგი არ იქნება.

ტურინული გრანდი თავის მხრივ ბრაზილიელის უფასოდ გაშვებას არც კი განიხილავს და ნაპოლისგან შესაბამის წინადადებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დანილო სეზონის ბოლომდე იუვენტუსში დარჩება.