იუვე და ალ-ნასრი შესნის ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ალ-ნასრი ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.
ტურინული გრანდი 34 წლის პოლონელი კარის დარაჯის სანაცვლოდ დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს, ის არაბებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი შემდგომში 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით, სეზონში კი გასამრჯელოს სახით 19 მილიონ ევროს მიიღებს.
შესნის იუვენტუსში სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიო შეცვლის.