TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დე შილიოს გაყიდვას ცდილობს

მატია დი შილიო იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას ცდილობს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ტიაგო მოტა დე შილიოს თავის გუნდში ვერ ხედავს და ეს კრისტიანო ჯუნტოლის უკვე აცნობა კიდეც.

დე შილიოს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და თუ იუვენტუსმა მისი ყიდვის მსურველი ვერ იპოვნა, მხარეებმა შესაძლოა კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტონ.