TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სავონას არანაირი ტრავმა არ დაუდასტურდა

ნიკოლო სავონას გუშინდელი მატჩის დასრულება მცირე ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია.

იტალიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე წუთის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება დაასრულა და საბედნიეროდ, ახალგაზრდა უკანახაზელს არანაირი დაზიანება არ დაუდასტურდა.

მისი სიტუაცია ყოველდღიურად შეფასდება და დიდია ალბათობა, ნიკოლომ მომდენო მატჩში გუნდის დახმარება შეძლოს.