განგაში იუვენტუსის რიგებში, ასტონ ვილას წინააღმდეგ გუნდს 8 ფეხბურთელი დააკლდება…
იუვენტუსის რიგებში ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემებია და ტიაგო მოტას ასტონ ვილას წინააღმდეგ დიდი ალბათობით 8 ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდს ვლაჰოვიჩი, მაკკენი, ბრემერი, აჯიჩი, ლუისი, მილიკი, კაბალი და გონსალესი ვერ დაეხმარებიან.
იუვენტუსის ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში ტრავმა 16-ჯერ მიიღეს, რაც სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ტიაგო მოტა ტრადიციულ პრეს-კონფერენციას უახლოეს საათებში გამართავს, რომელზეც ის ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრებს, თუმცა დიდი ალბათობით იუვენტუსს კიპერების ჩათვლით სულ 16 ფეხბურთელი ეყოლება…