TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოსიმენის ფასი კიდევ უფრო შემცირდა

იტალიური მედიის ცნობით, სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენის გაფორმება კიდევ უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.

ნიგერიელი ფორვარდი გალათასარაის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა თურქებს მისი გამოსყიდვისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ, ამიტომ ოსიმენი სეზონის ბოლოს ნაპოლიში დაბრუნება და პარტენოპეის მისი საბოლოოდ გაყიდვა მოუწევს.

Tuttomercato-ს ცნობით, თუ ნაპოლი გასულ ზაფხულს ოსიმენის 80 მილიონად გაყიდვას აპირებდა, სეზონის ბოლოს გუნდი მის გაშვებას 60-65 მილიონ ევროდ დათანხმდება.

კრისტიანო ჯუნტოლი ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს და დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში ნიგერიელი იუვეს ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

error: დაცული კონტენტი !