იუვე ბენფიკას მცველის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ბენფიკას მცველის ანტონიო სილვას ტრანსფერით ინტერესდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი 21 წლის ტალანტს უკვე დიდი ხანია აკვირდება და იანვარში მის გაფორმებას ეცდება.
ბენფიკა პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, ამიტომ ბიანკონერის მისი ზამთარში გაფორმება გაუჭირდება, თუმცა სეზონის ბოლოს სილვა გუნდის დაცვის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.