იუვე შიკის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიას ამჯერად ლევერკუზენის პატრიკ შიკი შეემატა.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, გერმანელები 28 წლის ფეხბურთელის იანვარში გაშვების წინააღმდეგები არ არიან და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩეხი ფორვარდი ჯერჯერობით იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს…