TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკიზიო:“ მილანი – იუვე ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, კოპმეიენრსი სრულყოფილი ფეხბურთელია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანი – იუვე ? იმედი მაქვს, ეს ძალიან სანახაობრივი და საინტერესო მატჩი გამოვა, ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ასევე მენტალურ ასპექტში. სეზონის ამ ეტაპზე 3 ქულა ძალიან მნიშვნლეოვანია, პირდაპირ კონკურენტთან მოპოვებული ქულას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს.

„კოპმეიენრსი ? მან თავად თქვა, რომ ატალანტასთან შედარებით სხვა პოზიციაზეა და იუვეში განსხვავებული სტილით თამაში უწევს, თუმცა მისი კლასი თითოეულ მატჩში კარგად ჩანს. ტეუნს ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ის სრულყოფილი ფეხბურთელია.“

error: დაცული კონტენტი !