დევიდი:“ ჩემი ოცნება ბარსელონაში თამაშია“
არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნემ ჯონათან დევიდმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
დევიდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.
„ბარსელონა არის გუნდი, რომელსაც მე ბავშვობიდან ვქომაგობდი და როდესაც ახალგაზრდობაში რომელიმე გუნდს ქომაგობ, შენ მომავალში მის რიგებში თამაშზე ოცნებობ.“

 
                 
                 
                