რომანო: პსჟ ფაჯოლის ტრანსფერზე არ მუშაობს
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის ნიკოლო ფაჯოლის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უარყო.
გასულ საათებში იტალიურ მედიაში იანვარში ფაჯოლის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე რამდენიმე წყარომ დაწერა, თუმცა რომანოს ცნობით, პსჟ ნიკოლოს ტრანსფერით არ ინტერესდება, იუვენტუსი კი ფეხბურთელის იანვარში გაყიდვას არ აპირებს.
🔴🔵❌ Paris Saint-Germain are not working on deal to sign Juventus and Italy midfielder Nicoló Fagioli.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 18, 2024
Despite reports in last 24h, PSG are not even working on it and Juventus are not planning to sell Fagioli in January. pic.twitter.com/Rx3WtVaM1h