იუვე კოლო მუანის მიმართ ინტერესს არ კარგავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ფორვარდი კოლო მუანი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება.
პარიზელებმა ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 2023 წლის ზაფხულში თითქმის 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა 25 წლის შემტევს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და არ არის გამორიცხული, მუანიმ გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.
იუვენტუსი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.