TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი იანვარში ფაჯოლის გაყიდვას გეგმავს

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიკოლო ფაჯოლის გაყიდვას და მიღებული თანხით დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ფაჯოლი ბიანკონერის რიგებში არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი იანვარში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ნიკოლოს გაყიდვას 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს, მიღებული თანხა კი სრულად მცველის გაფორმებას მოხმარდება.

error: დაცული კონტენტი !