იუვე შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი პსჟ-ს მცველის მილან შკრინიარის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მოლაპარაკებები ფეხბურთელის გასაფორმებლად უკვე დაწყებული აქვს.
სლოვაკმა ფეხბურთელმა სერია ა-ში დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა და მისი გაშვების წინააღმდეგი არც პსჟ-ა, თუმცა პრობლემა შკრინიარის მაღალი გასამრჯელოა.
29 წლის უკანახაზელი წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იუვე კი 6-თვიანი იჯარის პერიოდში მისთვის 2.5-3 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, დანარჩენი თანხის ანაზღაურებას კი პსჟ-სგან ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელზე უარს იტყვის.