TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტაკურტა:“ მილანს იუვენტუსთან მარცხის უფლება არ აქვს“

მილანის ლეგენდამ ბილი კოსტაკურტამ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„წინ ძალიან კარგი, დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება გველოდება, რომელიც ვფიქრობ, რომ მილანისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

„მარცხის შემთხვევაში, როსონერი სკუდეტოსთვის ბრძოლას ფაქტობრივად ჩამოშორდება, რადგან ჩამორჩენის აღმოფხვრა ლიდერებთან ძალიან რთული იქნება.

„იუვენტუსს რაც შეეხება, ტიაგო მოტას პროექტი ძალიან მომწონს, ბიანკონერი კარგ, სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, მათ ახალგაზრდული და დიდი პოტენციის მქონე გუნდი ჰყავთ.“

error: დაცული კონტენტი !