ლუკა იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება
Tuttosport-ის ინფორმაციით, უდინეზეს ფორვარდი ლორენცო ლუკა ბიანკონერის პოტენციური სამიზნეების სიაში რჩება.
წყაროს ცნობით, 24 წლის იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსში თამაშზე ოცნებობს და მასთან შეთანხმება პრობლემა არ იქნება, თუმცა იანვარში უდინეზესთან საერთო ენის გამონახვა გაჭირდება.
უდინეზე ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს და იანვარში მას მხოლოდ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.