გონსალესმა შესაძლოა ვერც ასტონ ვილასთან ითამაშოს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ცნობით, ნიკო გონსალესმა შესაძლოა ასტონ ვილასთან მოახლოებული მატჩიც გამოტოვოს.
გონსალესის თამაში მილანის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია და წყაროს ცნობით, არგენტინელი გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება.
დელა ვალეს თქმით, გონსალესმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა იუვენტუსის სამედიცინო შტაბი მისი კუნთების გაძლიერებაზე მუშაობს, რაც მომავალში ტრავმების ალბათობას შეამცირებს.