ბეტო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა
იტალიური მედიის ცნობით, ბეტოს სერია ა-ში დაბრუნება სურს და იანვარში იუვენტუსი მის გაფორმებას ეცდება.
26 წლის ფორვარდი ევერტონში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უდინეზეს ყოფილ ფორვარდს სერია ა-ში დაბრუნება სურს.
ბიანკონერი ბეტოს მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს, თუმცა იანვარში მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ინგლისელები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდებიან.