გატი კონტრაქტს მომდევნო კვირაში გაახანგრძლივებს
ფედერიკო გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს.
იტალიელი მცველი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
გატის გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.