TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაღალი ხელფასის გარდა, რაბიოს აგენტი საკომისიოს ითხოვს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ადრიენ რაბიოს იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება.

წყაროს ცნობით, პრობლემა არა მხოლოდ ფრანგი ფეხბურთელის მაღალი ხელფასი, არამედ მისი აგენტის და დედის მიერ მოთხოვნილი საკომისიოა, რის გადახდასაც კრისტიანო ჯუნტოლი არ აპირებს.

პედულას თქმით, რაბიოს მიმართ ინტერესს ლივერპული, რეალი და სხვა ინგლისური გუნდები იჩენენ, რომლებიც იუვენტუსზე კარგ პირობებს სთავაზობენ და სავარაუდოდ ფრანგი ტურინულ გრანდს დატოვებს.