TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია

იუვენტუსი ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ფეხბურთელის უფასოდ დამატებას სეზონის ბოლოს ეცდება, თუმცა ტურინულ გრანდს კანადელის გაფორმება გაუჭირდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დევიდმა თავის აგენტს აცნობა, რომ მისი პრიორიტეტი კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელებაა.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და იტალიური გრანდები ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა ამ მომენტისთვის კანადელს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს.

44 views
error: დაცული კონტენტი !